logo_geo
რასისტული სკანდალის გამო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში H&M-ის მაღაზიები დაარბიეს
- +

14 იანვარი. 2018. 20:50



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მემარცხენე რადიკალური პარტიის „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლთა" წარმომადგენლებმა შვედური კომპანია H&M​-ის მაღაზიები რასისტული სკანდალის გამო დაარბიეს. ინტერნეტში ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.


კადრებში ჩანს, როგორ ანადგურებენ აქტივისტები პრეტორიისა და იოჰანესბურგის მაღაზიებში არსებულ პროდუქციას. მედიის ცნობით, მათ ტანსაცმლის ნაწილი თან წაიღეს კიდეც. პოლიცია იძულებული გახდა, აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა.


კომპანია რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც H&M-ის ფოტოსესიაზე ფერადკანიან ბავშვს ეცვა ტანსაცმელი წარწერით - „უმაგრესი მაიმუნი ჯუნგლებში". სკანდალის გამო, კომპანიასთან რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა თანამშრომლობა გაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო, H&M-მა საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.









 

big_banner
არქივი