logo_geo
რუსეთში ბიტკოინით ქრთამის აღება ქრთამად არ ჩაითვლება!
- +

15 იანვარი. 2018. 01:07



რუსეთის შრომის სამინისტრომ ოფიციალურ პირებს უფლება მისცა, არ მოეხსენებინათ კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაცია 2017 წლის დეკლარაციებში.

 

„დეკლარაციის ფორმა არ ითვალისწინებს საქონლის, მომსახურების მიღებისა და ვირტუალური ვალუტების მითითებას", - ნათქვამია დოკუმენტში.


2017 წლის განმავლობაში, ბიტკოინმა  მსოფლიო გადაატრიალა, ხან ჩამოიშალა და ხან ასტრონომიული სისწრაფით ავარდა ზევითა.


კრიპტო ვალუტის შესახებ პირველადაა მოხსენიებული შრომის სამინისტროს რეკომენდაციებში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დეკლარაციებში  ციფრული ვალუტების გამორიცხვა გამოიწვევს კრიპტო-ვალუტებში ქრთამის რაოდენობის ზრდას. თუმცა ამავე დროს, საკმაოდ ძნელი იქნება ასეთი ფორმით აღებული ქრთამის ლეგალიზაცია.


რუსეთის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული არც ბიტკონის და არც სხვა კრიპტო ვალუტის სტატუსი, შესაბამისად არც მათი ბრუნვა და საგადასახადო საკითხები არ არის რეგულირებული. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის ნოემბერში აღნიშნა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად გამოითვალონ პირადი საშემოსავლო გადასახადი ბიტკოინებთან მათი საქმიანობის დროს და წარადგინონ ეს მონაცემები საგადასახადო ინსტანციაში.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი