logo_geo
დონალდ ტრამპი: მე რასისტი არ ვარ
- +

15 იანვარი. 2018. 11:37



აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია და თავს რასისტად არ მიიჩნევს.

 

„მე არ ვარ რასისტი. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი ვარ, ვისთანაც თქვენ ოდესმე ინტერვიუ აგიღიათ", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს პრეზიდენტმა.


12 იანვარს ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა „დემოკრატ" სენატორ დიკ დურბინზე დაყრდნობით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კანონმდებლებთან შეხვედრისას რიგი ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად" მოიხსენია.


დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მას არ გამოუყენია ის უხეში სიტყვები, რაც მას ამერიკულმა მედიამ მიაწერა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.


„საიმიგრაციო რეფორმის შესახებ შეხვედრაზე ენა, რომლითაც მე ვსაუბრობდი, მკაცრი იყო, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მომაწერეს", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.


 

big_banner
არქივი