logo_geo
დედამიწის ყველაზე ცივ სოფელში ყინვისგან წამწამები ეყინებათ - ტემპერატურა - 62 გრადუსამდე დაეცა
- +

16 იანვარი. 2018. 17:19



ოიმიაკონში ძლიერი ყინვა მძვინვარებს. ჰაერის ტემპერატურა - 62 გრადუსამდე დაეცა. ბრიტანული მედია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ დასახლებაზე წერს.


„თუ ფიქრობთ, რომ ახლა დიდ ბრიტანეთში ცივა, იფიქრეთ რუსეთში სოფელ ოიმიაკონის მცხოვრებლებზეც", - წერს გაზეთი Metro.

 

„სოფელ ოიმიაკონში 500-მდე ადამიანი ცხოვრობს და ყინვამ მათ ჩვეულ ცხოვრებას ხელი ვერ შეუშალა", - აღნიშნავს გაზეთი.

 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწის ყველაზე ცივ სოფელში, სადაც იანვარში საშუალო ტემპერტურა - 50 გრადუსამდე ეცემა და იქაურებს წამწამები რამდენიმე წამში ეყინებათ, მას შემდეგ რაც ქუჩაში გამოვლენ", - წერს Daily Mail-ი.



http://primenewsgeorgia.ge/img/uploads/news/prev/28151692.jpg


http://www.newposts.ge/img/photos/1516104239085748.jpg











 

big_banner
არქივი