logo_geo
მე-19 საუკუნის კათედრალი ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისთვის დაანგრიეს
- +

17 იანვარი. 2018. 20:44



გერმანიის დასავლეთ ნაწილში ქალაქების, კიოლნისა და დიუსელდორფის მახლობლად მდებარე სოფლის კათედრალი გიგანტური მაღაროს ინტერესებს შეეწირა. „Immerather Dom"-ის სახელით ცნობილი ეკლესია, ორგანიზაცია Greenpeace-ის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ნანგრევებად იქცა. ეს იყო მთლიანად სოფელ იმერატის დანგრევის ბოლო ეტაპი და ნიშანი იმისა, რომ გერმანია კვლავ დიდწილადაა დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.


იმერატი სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებას მისდევდა და ერთ დროს 1 200 ადამიანის განსახლების ადგილი იყო. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელი მოჩვენებების ადგილად იქცა.


სოფლის ადგილი გერმანიის ენერგო-კომპანია RWE-მ აიღო და სოფლის ახალი ვერსია 10 კილომეტრის მოშორებით ააშენა. გადაიტანეს ჰოსპიტალი და სახლებიც კი. მსგავს გადაადგილებებს ვერ გადაურჩა ვერც სოფლის სასაფლაო, სადაც სამარხები ამოიღეს და ახალი სოფლის ტერიტორიაზე გადაიტანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, წმ. ლამბერტუსის კათედრალში ბოლო საეკლესიო მსახურება 2013 წელს ჩატარდა.


კომპანია RWE ყავისფერი ქვანახშირის რეგიონულ მომარაგებაზე წვდომის გაფართოებას ცდილობს. ქვანახშირის ამ ტიპს ღია გიგანტური კარიერებიდან მოიპოვებენ. სხვა სახეობებთან შედარებით, ყავისფერი ქვანახშირზე წვდომა უფრო იაფი და მარტივია, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ წიაღისეულსაწვავადაააღირებული. ეს ნიშნავს, რომ იმერატის ქვეშ არსებული ქვანახშირი მომდევნო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მილიარდობით ტონა ნახშირბადის გამოყოფის მიზეზი გახდება.


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მსოფლიო მასშტაბით კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. თუმცა, ენრეგიის მისაღებად გერმანია კვლავ დიდი მასშტაბითაა დამოკიდებული ქვანახშირის წვაზე. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვანახშირზე დამოკიდებულების სწრაფი ტემპით შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს და სამუშაო ადგილებს შეამცირებს.


მიუხედავად იმისა, რომ იმერატის კათედრალი დაინგრა, მისი არსებობა დავიწყებას არ მიეცემა. ახალ სოფელში კომპანია RWE-მიმერატის მოსახლეობისთვის სამლოცველო ააშენა. კათედრალის მინიატურული რეპლიკა ცენტრალური მოედნის სიახლოვეს განთავსდა. იმერატის კათედრალის ისტორია მოწმობს, რომ 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ინტერესები ხანდახან კულტურულ მემკვიდრეობასაც არ ტოვებს ხელშეუხებლად.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი