logo_geo
კოლინ ფერტი ვუდი ალენთან მუშაობაზე უარს აცხადებს
- +

20 იანვარი. 2018. 18:55



ბრიტანელი მსახიობის კოლინ ფერტის განცხადებით, იგი რეჟისორ ვუდი ალენთან აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. ოსკარის მფლობელმა კოლინ ფერტმა ვუდი ალენთან 2013 წელს ფილმში Magic in the Moonlight ითამაშა.


„მე აღარ ვითანამშრომლებ მასთან", - განაცხადა ფერტმა.


მანამდე, ამერიკელი რეჟისორი ვუდი ალენი შვილმა, დილან ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.


დილან ფეროუ, რომელიც მისი თქმით, პირველი ძალადობისას, მხოლოდ 7 წლის იყო, წარსულს დეტალურად ისხსენებს.


ქალი ამბობს, რომ მას მამა ძალიან უყვარდა და ვუდი ალენი მისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. თავდაპირველად, დილან ფეროუს თქმით, ის ვერც კი მიხვდა, თუ რა მოხდა. მოგვიანებით მომხდარის შესახებ მან დედას უამბო.


მას შემდეგ კი რაც ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური სკანდალი აგორდა,  მსახიობ მია ფეროუს და რეჟისორ ვუდი ალენის აყვანილმა შვილმა, ასევე ჰარვი ვაინშტეინზე გამოძიების ავტორის, რონან ფეროუს დამ, დილან ფეროუმ The Los Angeles Times-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც გაიხსენა, რომ 1992 წელს ვუდი ალენი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.


მან ჰოლივუდს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აისახა ეს ამბავი რეჟისორის რეპუტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ ის სასამართლოში განხილვის ღირსად მიიჩნია, ხოლო ქალები, რომლებიც დღეს სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებენ, განაგრძობენ ალენის ფილმებში მონაწილეობას.


ვუდი ალენთან თანამშრომლობის გამო სინანული გამოთქვეს მსახიობებმა ელენ პეიჯმა, ჯესიკა ჩესტეინმა და სიუზან სარანდონმა, ასევე ბოლო დღეებში ალენს გაემიჯნენ გრეტა გერვიგი და მირა სორვინო.


თავად რეჟისორი ვუდი ალენი ბრალდებას უარყოფს.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი