logo_geo
სერიალ „მეამბოხე სულის“ მსახიობები - ადრე და ახლა
- +

20 იანვარი. 2018. 21:58


 

2000-იანებში ეს არგენტინული სერიალი, რომლის მთავარი პერსონაჟები მოსწავლეები არიან, მთელ მსოფლიოში იყო პოპულარული და თაობებზე იქონია გავლენა. გადაღებების დროს სერიალის მთავარი როლების შემსრულებლებმა ჯგუფი „Erreway" შექმნეს და, სერიალიდან დამოუკიდებლად, სამი სტუდიური ალბომიც ჩაწერეს. ჯგუფი „Erreway" 2004 წელს დაიშალა. „მეამბოხე სულის" დასრულების შემდეგ უამრავი რიმეიქი გადაიღეს, მაგრამ ყველაზე პოპულარული „მეამბოხეები" (2004-2006) გახდა...

 

მანუელი - ფელიპე კოლომბო


ფელიპემ სერიალში ელიტარული სკოლის მთავარი მეამბოხის მანუელის როლი შეასრულა. ამჟამად მსახიობი გადაღებებში თითქმის აღარ მონაწილეობს, მთელ დროსა და ძალას ოჯახსა და მუსიკალურ ჯგუფ RoCo-ს უთმობს, რომელიც მსახიობ ბენჯამინ როხასთან ერთად დააარსა. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა სესილია კორონადოს, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა. 2009 წლის 3 ნოემბერს წყვილს ქალიშვილი ავრორა შეეძინა.


პაბლო - ბენჯამინ როხასი


ბენჯამინი სერიალში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს პაბლოს თამაშობდა, რომელიც ჯგუფ Erreway-შიც მღეროდა, ახლა კი ფელიპე კოლომბოს პარტნიორია ჯგუფში RoCo. მსახიობი გადაღებებში კვლავ აგრძელებს მონაწილეობას და მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია სერიალი „როდესაც შენ იღიმი". პირად ცხოვრებაში „მეამბოხე სულის" ვარსკვლავს ყველაფერი კარგად აქვს: არგენტინელ მსახიობს ხვდება, თუმცა დაქორწინებული ჯერ არ არის.

 

მარისა - კამილა ბორდონაბა


მსახიობმა ჭირვეული გოგონას მარისას როლი შეასრულა, რომელიც ასევე იყო Erreway-ს შემადგენლობაში. კამილა სამსახიობო კარიერას ამჟამადაც აგრძელებს, მონაწილეობს არგენტინულ ფილმებსა და სერიალებში. კამილა დღემდე ინარჩუნებს სერიალის კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობას, განსაკუთრებით ბენჯამინ როხასთან და ფელიპე კოლომბოსთან, რომლის ქალიშვილის ნათლიაა.


ფელი - ანჯელას ბალბიანი


ანჯელასი ბუენოს-აირესის ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა, როდესაც „მეამბოხე სულში" მონაწილეობა შესთავაზეს. როლმა მას პოპულარობა მოუტანა, თუმცა სამსახიობო კარიერა მან სერიალ „ფლორენსიტას" გადაღებების შემდეგ დაასრულა. მსახიობმა ჯგუფ Erreway-სთან ერთად სიმღერა „Inmortal" შეასრულა. 2007 წლის 16 ივნისს ანჯელასი ფელიქს მალონეზე დაქორწინდა და მათ ვაჟი ბენჯამინი შეეძინათ.


გუიდო - დიეგო მესალიო


არგენტინელმა მსახიობმა, ისევე, როგორც „მეამბოხე სულის" ბევრმა ვარსკვლავმა, სამსახიობო კარიერა სერიალ „ბავშვებით" დაიწყო. 2010 წლიდან სერიოზულ დრამებში მონაწილეობს. მან ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „მოკალი ვიდელა" და სერიალი „თანაკურსელები". სერიალებისა და ფილმების გარდა, დიეგო დაკავებულია თეატრალურ დადგმებშიც და ახმოვანებს მულტფილმებს. გარდა ამისა, მსახიობს საკუთარი კაფე-ბარიც აქვს.


მია - ლუისიანა ლოპილატო


ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი (სკოლის ლამაზმანი - მია კოლუჩი) ლუისიანა ლოპილატო, გადაღებების პარალელურად, წარმატებული მოდელიც იყო. 2007 წელს მშობლიურ არგენტინაში ის „წლის სახე" გახდა, 2009 წელს კი, FHM-ის ვერსიით, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალბატონების ასეულში შევიდა. ლუისიანა პირველი იყო, ვინც ჯგუფი დატოვა და გადაღებები გააგრძელა, მაგრამ უკვე ადგილობრივ სერიალებსა და ფილმებში. მსახიობი ცნობილ მომღერალ მაიკლ ბუბლეის მეუღლეა. მათ ორი ვაჟი - ნოა და ელიასი ჰყავთ.



წყარო: http://videoebi.com







 

big_banner
არქივი