logo_geo
„ცხოვრებაში მუდმივი არაფერია“ - 68 წლის არნოლდ შვარცნეგერს ქუჩაში სძინავს
- +

21 იანვარი. 2018. 01:30



ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი საკუთარი ძეგლის ქვეშ მძინარეა აღბეჭდილი, ვარსკვლავის ფანებს შორის დაბნეულობა გამოიწვია.


იქვე ახლოს, სასტუმროა, რომლის საზეიმო გახსნაშიც თავის დროზე, მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული. იმ დროს არნოლდს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტი ეკავა და სასტუმროს ხელმძღვანელობამ მას განუცხადა, რომ ერთი ნომერი მისთვის პერსონალურად რეზერვში ექნებოდათ, რა დროსაც არ უნდა მისულიყო.


მაგრამ მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის წინ, შვარცნეგერს უარი უთხრეს, როცა მას სასტუმროში ღამის გათევა მოუნდა. სიტუაცია ასე განუმარტეს: მოთხოვნა დიდია, თავისუფალი ნომრები კი არ არის. თუმცა ზედმეტს თუ გადაიხდიდა, შენობაში ადგილს მოუძებნიდნენ.



არნოლდმა გადაწყვეტილება მიიღო, ხალხისთვის დაენახვებინა, რომ ცხოვრებაში მუდმივი არაფერია. ის სასტუმროს გვერდით, საკუთარი ძეგლის ქვეშ დაწვა ღამის გასათევად. "მე მხოლოდ მაშინ მცემდნენ პატივს, როცა დიდი თანამდებობა მქონდა. დრო რომ გავიდა არავის გახსენებია საკუთარი დანაპირები.  ამიტომ გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ არაფერი არ შეიძლება მუდმივი იყოს. არც თანამდებობა, არც ფული"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.















 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი