logo_geo
ტვინის ტრავმები, რომელიც ადამიანის ხასიათს აუმჯობესებს
- +

21 იანვარი. 2018. 01:59



თავის ტვინის ტრავმებს ყოველთვის არასასურველ ცვლილებებისკენ არ მივყავართ - ხანდახან ხდება ისეც, რომ დაშავების შემდეგ, ადამიანის ხასიათი უმჯობესდება. ამის შესახებ BBC Future წერს.


70 წლის ქალს (ეთიკური მიზეზების გამო მას „პაციენტი 3534" დაარქვეს) ტვინიდან სიმსივნის უჯრედები ამოუღეს, თუმცა ოპერაციის დროს, შუბლის ნაწილი დაზიანდა.


მისი ქმრის თქმით, რომელიც ცოლს 58 წლის განმავლობაში იცნობდა, თქვა, რომ ოპერაციამდე მას ხისტი ხასიათი ჰქონდა და ხშირად ჩხუბობდა, ოპერაციის შემდეგ კი ის უფრო რბილი და კომუნიკაბელური გახდა და ცხოვრებით უფრო კმაყოფილი.


პაციენტი 3534 არ იყო ერთადერთი ვისი პიროვნებაც ტვინის ტრავმის შემდეგ შეიცვალა. მეცნიერების თქმით, ადამიანის ხასიათის შეცვლა დადებითისკენ რეალურია.


აიოვას უნივერსიტეტის მეციერებმა ფსიქიატრ მარსი კინგის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ 97 პაციენტიდან, რომელმაც ტვინის გარკვეულ ნაწილზე ტრავმა მიიღეს, 22-ს ხასიათი პოზიტივისკენ შეეცვალათ, 54-ს გაუუარესდა, ხოლო დანარჩენებს განსხვავება არ დაუფიქსირდათ.


ტრავმის შემდეგ, დადებითი შედეგის შესახებ 2007 წელს ამერიკელი მკვლევარი წერდა, რომელმაც ვიეტნამის ომის ვეტერანებზე ფსიქოლოგიურ ანალიზს აკეთებდა. მისი თქმით, იმ ვეტერანებს, რომლებმაც პოსტრავმატულ აშლილობაზე პასუხისმგებელი ტვინის ნაწილი დაიზიანეს, თვითონ ეს აშლილობა მცირე დოზით უვითარდებოდათ.


უახლესი კვლევა, რომელმაც ხასიათში დადებითი ცვლილებების ფართო სპექტრი აჩვენა გასულ წელს ჩატარდა. "პაციენტი 2410", 30 წლის კაცი, რომელსაც ანევრიზმის გამო ტვინის სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მისი ცოლი აცხადებდა, რომ ოპერაციამდე ის ძალიან ემოციური იყო და მალევე ბრაზდებოდა ყველაფერზე. ოპერაციის შემდეგ, ის ძალიან ბევრს ხუმრობს და ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონს.


როგორ მოქმედებს ეს? რატომ მოიტანა დადებითი შედეგი ტვინის დაზიანებამ? იმის შესაძლებლობა, რომ ხასიათის გაუმჯობესებია დაკავშირებულია სქესთან, ასაკთან ან განათლებასთან, არ არსებობს. მნიშვნელოვანია წარსულში არსებული პირადი პრობლემები: მძიმე ხასიათი, გაღიზიანება და სხვა ნეგატიური გამოვლინებები.


ამის დასადგენად კინგმა და მისმა კოლეგებმა ტვინის სკანირება გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ ის ვინც უკეთესი ხასიათით "იღვიძებდა", დაზიანებული ჰქონდა შუბლის წილი (ტვინის ნაწილი, რომელის პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე). მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ბოლომდე დასრულებული არ არის და კონკრეტულ რამეზე დასკვნის გამოტანა ჯერჯერობით რთულია.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი