logo_geo
ვინ გადაიღო პირველი სელფი საქართველოში
- +

21 იანვარი. 2018. 18:02



„ქუთაისიპოსტმა" საქართველოში გადაღებულ პირველ სელფს მუზეუმში მიაგნო.


ძველი „კოდაკის" მარკის ფოტოაპარატით გადაღებული საკუთარი თავის ანარეკლი, იგივე სელფი გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.


ნიკოლაძემ ფოტოზე საკუთარი თავი სარკეში არეკლილი გადაიღო.

 

 

 

„თანამედროვეობაში სელფი ახლახანს გაჩნდა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, ნიკოლაძემ კი ასეთი ფოტოს გადაღების პრინციპს, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიაგნო. ის უდიდესი პიროვნებაა საქართველოსთვის, რომელიც გამოირჩეოდა გენიალური აზროვნებით, ინოვაციების სიყვარულით, ეს იყო ადამიანი, რომელიც თავად უსწრებდა სიახლეებს", - ამბობს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ლია ბიბილეიშვილი.

 


ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე 1843 წელს ქუთაისში დაიბადა.


ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.


1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.


 

 

წყარო: kutaisipost.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი