logo_geo
მანჰეტენზე სროლისას სამი ადამიანი დაიჭრა
- +

22 იანვარი. 2018. 11:19



ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, მანჰეტენზე მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. Sputnik News-ი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა. თავდამსხმელის სამიზნე ორი კაცი იყო, მესამე კი შემთხვევით დაიჭრა.


დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. პოლიციის ინფორმაციით, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან. პოლიცია ორ პირს ეძებს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი