logo_geo
პირველად ისტორიაში, ჩინეთმა აშშ-ს სამეცნიერო ნაყოფიერებაში გადაუსწრო
- +

23 იანვარი. 2018. 23:21



აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული მოხსენების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მსოფლიო ლიდერია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - გარდა ერთი სასიცოცხლო, ისტორიული საზომისა.


პირველად ისტორიაში, ჩინეთი აშშ-ს დაეწია გამოქვეყნებული სამეცნიერო დოკუმენტების მთლიანი ოდენობის თვალსაზრისით - მრავლისმეტყველი სტატისტიკა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ჩინეთის სწრაფმა ნაბიჯებმა სამეცნიერო მიღწევებში, ბოლო ათწლეულებში მსოფლიო დონეს მიაღწია.

 

„ამ წლის მოხსენება აჩვენებს ტენდენციას, რომ აშშ ჯერ კიდევ ლიდერობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მრავალ საზომში, მაგრამ ჩვენი ლიდერობა სუსტდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ეროვნული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარია ზუბერი.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მეცნიერების წინა ხაზზე ვრჩებით ამ რისკების შესამცირებლად".


მეცნიერებისა და ინჟინერიის ინდიკატორთა ორწლიანი ანგარიში აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (NSF) გამოაქვეყნა. იგი თვალყურს ადევნებს სამეცნიერო მიღწევათა უთვალავ მარკერსა და მასშტაბებს მრავალ ქვეყანაში (2018 წლის ონლაინ-მოხსენება 1000-ზე მეტი გვერდისაგან შედგება).


როგორც ბევრი სტატისტიკური ანგარიში იუწყება, ჩინეთის მიერ აშშ-ის სამეცნიერო წარმადობის დაჩრდილვა შეიძლება ყველაზე შემაშფოთებელი იყოს ამერიკის სამეცნიერო საზოგადოებისათვის.


Elsevier's Scopus-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2016 წელს, ჩინეთმა 426 000-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა გამოაქვეყნა, რაც ზოგადი მსოფლიო მაჩვენებლის 18,6%-ს შეადგენს. პირველად ისტორიაში, 409 000 კვლევით, აშშ-მა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.


სხვაობა უზარმაზარი არაა და აშშ-ის წარმადობა ჯერ კიდევ აღემატება ჩინეთისას, როდესაც საქმე ეხება ციტირებებს სამეცნიერო ნაშრომებიდან; თუმცა, ამ ფრონტზე გლობალური ლიდერობა არც ერთ ქვეყანას არ აქვს.


ყველაზე ძლიერ ციტირებად პუბლიკაციებს აწარმოებენ შვედეთი და შვეიცარია, რომლებსაც მოჰყვებიან აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.


ჩინეთის მიერ აშშ-ის უკან მოტოვება კვლევითი წარმადობის თვალსაზრისით არ ეხება ყველა სფეროს; სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სიძლიერეს გვთავაზობენ.


მაგალითად, მკვლევრები აშშ-სა და ევროკავშირში უფრო მეტ კვლევას ატარებენ ბიოსამედიცინო მეცნიერებაში, ჩინეთი კი, სამხრეთ კორეის მსგავსად, აშკარა ლიდერია საინჟინრო კვლევებში.


ფინანსური საზომების მხრივ, აშშ კვლავ შთამბეჭდავი ლიდერია, ყველაზე მეტს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე (R&D) - 496$ მილიარდს, ანუ მსოფლიოს საერთო მაჩვენებლის 26%-ს.


თუმცა, ჩინეთი აშშ-ს ამ მხრივ დიდად არ ჩამორჩება - 2000 წლის შემდეგ, დანახარჯები კვლევასა და განვითარებაში წლიურად საშუალოდ 18%-ით იზრდება, ამჟამად 408$ მილიარდს აღწევს და 2016 წლის სარისკო კაპიტალში შეადგენდა 34$ მილიარდს.

 

„ნამდვილი ციფრები უბრალოდ სუნთქვისშემკვრელია სისწრაფის თვალსაზრისით", - წერს The Washington Post-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ეკონომისტი რობერტ სამუელსონი.


„ჩინეთი უკვე გახდა - ან თითქმის კიდეზეა, რათა გახდეს მსოფლიოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ზესახელმწიფო. ნაკლებს არაფერს ვვარაუდობთ".

 

„აშშ კვლავ მსოფლიო ლიდერია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მაგრამ მსოფლიო იცვლება", - უთხრა მარია ზუბერმა Nature-ს.

 

„საჭესთან ნამდვილად არ უნდა ჩაგვეძინოს".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი