logo_geo
თურქული მედია - ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
- +

27 იანვარი. 2018. 13:19



„სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა", - იუწყება ადგილობრივი მედია.


თურქული მედიის ცნობით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა.


გამოძიების ინფორმაციით, მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.


თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველი ქალის ქალიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც გასროლის ხმაზე დედის ოთახში შევიდა.


ადგილზე მისულ პოლიციას ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ქალიშვილი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მომხდარზე გამოძიება გრძელდება.




 

big_banner
არქივი