logo_geo
ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
- +

27 იანვარი. 2018. 22:39



ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპთან რომანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.


ნიკი ჰეილისა და პრეზიდენტის ახლო ურთიერთობის შესახებ განხილვები მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის რომანის შესახებ მინიშნება სკანდალური წიგნის ავტორმა მაიკლ ვულფმა გააკეთა.


ჰეილიმ ასევე უარყო წიგნში მოყვანილი ცნობა, რომ ის დიდ დროს ატარებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე.


46 წლის ნიკი ჰეილი უკვე 20 წელია დაქორწინებულია და მას ორი შვილი ჰყავს.


 

big_banner
არქივი