logo_geo
სან-დიეგოს ზოოპარკში 60 წლის გორილა ვილა მოკვდა
- +

27 იანვარი. 2018. 23:55



ერთ-ერთი ყველაზე ასაკიანი გორილა, სახელად ვილა კალიფორნიაში, სან-დიეგოს საფარი-პარკში, 60 წლისა მოკვდა. ამის შესახებ პარკის ადმინისტრაცია Facebook-ზე იტყობინება.


„გულდაწყვეტით გაცნობებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ასაკიანი გორილის, ვილას გარდაცვალებას. მან თავისი დაბადების მესამოცე წელი გასული წლის ოქტომბერში აღნიშნა, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე წელი, ასაკის გამო ჯანმრთელობის გაუარესებით, სამედიცინო კარანტინში იმყოფებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.


იანვრის დასაწყისში კიდევ ერთი ასაკიანი გორილა მოკვდა დიდ ბრიტანეთში, ლონგლიტის საფარი-პარკში, სახელად ნიკო. მისი სავარაუდო ასაკი 56 წელი იყო.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი