logo_geo
დარიშხანიანი საბავშვო ტყლარწი, რომელთან შეხებაც კი საშიშია - ბრიტანეთში მწარმოებელს ეძებენ
- +

28 იანვარი. 2018. 00:27



ბავშვებისთვის განკუთვნილი მაგნიტური ტყლარწი, სახელწოდებით Magnetic Putty ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღეს - როგორც აღმოჩნდა, პროდუქტში დარიშხანის შემცველი ნივთიერება ნორმას შვიდჯერ აღემატება.


ექსპერტები შიშობენ, რომ ბავშვი იმ შემთხვევაშიც მოიწამლება, თუ ტყლარწს ხელით შეეხება. მაგნიტი კი 29-ჯერ აღემატება დაშვებულ მაგნიტურ ძალას და მისი გადაყლაპვა ბავშვისთვის ძალიან ადვილია. ამასთან, პროდუქტში შემავალი ტყვია ორჯერ აღემატება დასაშვებ ოდენობას.



 

 

ტყლარწზე მითითებულია, რომ არ არის განკუთვნილი 0-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. შეფუთვაზე კი დატანილია წარწერა „არატოქსიკური“.

 

 

 

 

 

მწარმოებლის და იმპორტიორის ვინაობა დადგენილი, ჯერჯერობით, არ არის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი