logo_geo
ქაბულის ტერაქტში დაღუპულთა პატივსაცემად, ეიფელის კოშკის განათებას ჩააქრობენ
- +

28 იანვარი. 2018. 02:49



კვირას ღამით ეიფელის კოშკზე განათება ქაბულის ტერაქტში დაღუპულთა პატივსაცემად ჩაქრება. ამის შესახებ პარიზის მერმა ანნ იდალგომ განაცხადა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.



ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 158 ადამიანი. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი