logo_geo
მექსიკაში ფეხბურთის მატჩის ყურებისას 8 ადამიანი ჩაცხრილეს
- +

28 იანვარი. 2018. 14:26



სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მექსიკის ჩრდილოეთით მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


მედიის ცნობით, ქალაქ მონტერეიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უცნობები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. სროლის დროს სახლში მყოფები ფეხბურთს უყურებდნენ. თავდასხმაში დაახლოებით 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათ სახეებზე ნიღბები ეკეთათ. პოლიციას ამ დრომდე თავდამსხმელთა ვინაობა არ დაუდგენია.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი