logo_geo
„ქარწაღებულნის“ მსახიობი 101 წლისაა და შესანიშნავ ფორმაშია
- +

28 იანვარი. 2018. 22:43

 

 

არსებობს ცუდი ფილმები, არსებობს კარგი ფილმები და არსებობს - საუკუნის ფილმები, რომლებიც ყოველთვის აქტუალურია -არსებობენ ნებისმიერ დროსა და ადგილას. ერთ-ერთი ასეთი ფილმია „ქარწაღებულნი".


ფილმს „ქარწაღებულნის" მსახიობთა გუნდიდან ცოცხალი არავინ დარჩა გარდა ოლივია დე ჰევილენდისა. ლეგენდარულ კინო-ფილმში მად მელანი ჰამილტონის როლი შეასრულა. 2017 წლის 1 ივლისს მსახიობმა 101 წლის იუბილე აღნიშნა. დიდებული ოლივია გასულ საუკუნეში, ტოკიოში, ინგლისელი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. 60 წელზე მეტი პარიზში იცხოვრა.


ფილმები "რობინ ჰუდის თავგადასაცალი", "ყველას თავისი", "მემკვიდრე" დიდი ხანია კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. ორ ფილმში კი ოლივიამ "ოსკარი" დაიმსახურა.


გარდა ამისა, ორჯერ დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და ვენეციის კინოფესტივალზე პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა. ბოლოს მსახიობი ეკრანზე 1988 წელს გამოჩნდა, ფილმში „ქალი, რომელიც მას უყვარდა".


ოლივია ფილმებში 70 წლამდე იღებდა მონაწილეობას, ბოლო სამი ათეული წელია მშვიდი ცხოვრებით, კამერებსგან მოშორებით ცხოვრობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არავინ დაივიწყა.


101 წლის იუბილეზე მან შეიტყო, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის ტიტული გადასცა. მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ამაყი და გახარებულია მიღებული ჯოლდოთი.


ლეგენდარული ქალი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, თავს ჯანმრთელად გრძნობს.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი