logo_geo
სირიაში სამხედრო ოპერაციის კრიტიკისთვის თურქეთში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

29 იანვარი. 2018. 17:39



სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთში ასობით ინტერნეტ-მომხმარებელი დააკავეს. 311 ადამიანი „ტერორიზმის პროპაგანდაშია" ეჭვმიტანილი. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურზე დაყრდნობით „Deutsche Welle" წერს.


სხვა დეტალებს უწყებაში არ განმარტავენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დაკავება სირიაში, აფრინის რაიონში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.


თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თურქეთს „უსაფრთხო ზონის" შექმნა შესთავაზოს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.


ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს მომავალში დაასრულებენ.




 

big_banner
არქივი