logo_geo
გერმანიაში 44 ტონა შოკოლადით დატვირთული ორი სატვირთო ავტომობილი გაიტაცეს
- +

29 იანვარი. 2018. 18:35



გერმანიის ქალაქ ფრაიბურგ-იმ-ბრაისგაუში უცნობმა პირებმა 44 ტონა შოკოლადით დატვირთული ორი სატვირთო ავტომობილი გაიტაცეს. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია იუწყება.


ორ სატვირთო ავტომობილში ჯამში 400 ათასი ევროს ოდენობის საქონელი ინახებოდა. მანქანები სამრეწველო ზონაში ავტოსადგომზე იდგა. პოლიციის თანამშრომლებმა ერთ-ერთი ავტომობილი სამრეწველო ზონის მახლობლად, ავტომაგისტრალზე იპოვეს.


მძღოლი გაიქცა, მაგრამ ტვირთი ხელუხლებელი იყო. მეორე სატვირთო ავტომობილი ქალაქ ლარის მახლობლად იპოვეს, თუმცა, ამ შემთხვევაში ტვირთი პოლიციელებს წაღებული დახვდათ. ბოროტმოქმედებმა 22 ტონა შოკოლადის სხვა სატვირთო ავტომობილში გადატანა და მიმალვა მოასწრეს.


პოლიცია საქმეზე გამოძიებას განაგრძობს.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი