logo_geo
თურქეთში პროკურატურამ 120 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
- +

1 თებერვალი. 2018. 11:40



თურქეთში, კონიას პროვინციის მთავარმა პროკურატურამ 120 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცა. მათ ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად, - ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ" იუწყება.


ორდერები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეიარაღებულ ძალებში არსებული „საიდუმლო იმამების" წინააღმდეგ გაიცა, რომელთაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ ბრალი.


თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზაციას 2016 წლის 15 ივლისს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი