logo_geo
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი
- +

1 თებერვალი. 2018. 18:58



ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზედიზედ მესამედ ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი.


ამის შესახებ მშვიდობის კვლევის ნორვეგიის ინსტიტუტის დირექტორმა ჰენრიკ ურდალმა ნორვეგიულ გამოცემას განუცხადა.

 

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ შეგვატყობინეს იმის შესახებ, რომ ის ნომინირებულია პრემიაზე. თუმცა, ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, თუ ვის მიერ არის ის წარდგენილი, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ტრამპი ამერიკელმა წარადგინა", - განმარტა ურდალმა.


მისი თქმით, ტრამპი იმავე პირმა წარადგინა, ვინც გასულ წლებში ასახელებდა მის კანდიდატურას.


ურდალის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტისთვის „მშვიდობისათვის ბრძოლა ძალის გამოყენების გზით" ღირსეული ჯილდოა.


ნობელის პრემიის გამარჯვებულთა ვინაობა ოქტომბერში გამოცხადდება.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი