logo_geo
„მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ“ - 11 წლის გოგონამ თავი მოიკლა
- +

1 თებერვალი. 2018. 22:46



თვითმკვლელობამდე 11 წლის გოგომ დედას გამოსამშვიდობებელი შეტყობინება გაუგზავნა. ურსულა კოემ მას მისწერა: „მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ძალიან ვწუხვარ". ამ შეტყობინების მიღებისთანავე, ურსულას დედა, მწერალი ნიკოლა ჰარლოუ პოლიციას დაუკავშირდა. მომხდარის შესახებ Mirror-ი იტყობინება.


ბავშვის ცხედარი იმავე დღეს მდინარე ჰალიფაქსთან აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, გოგოს აქამდეც არაერთხელ უცდია, საკუთარი თავისთვის ტკივილი მიეყენებინა. ურსულას ტელეფონიც იპოვეს მისი ცხედრის მახლობლად. მასში პოლიციელებმა აღმოაჩინეს ჩანაწერები, რაც სუიციდს ადასტურებდა.


პოლიცია საქმის გამოძიების დასრულებას მაისამდე გეგმავს. ამ დროისთვის უცნობია თვითმკვლელობის მოტივი.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი