logo_geo
ხმელთაშუა ზღვაში ნავის გადაბრუნებას 90 მიგრანტი ემსხვერპლა
- +

2 თებერვალი. 2018. 18:15



ხმელთაშუა ზღვა კვლავ რჩება აფრიკელი მიგრანტებისთვის მთავარ დაბრკოლებად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ნავი, რომლითაც მიგრანტები ევროპის სანაპირომდე უნდა მისულიყვნენ, დაძვრიდან მალევე გადაყირავდა და 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორმა ნაპირამდე გამოცურვა შეძლო, ერთი კი სათევზაო ნავით დააბრუნეს ხმელეთზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


მგზავრთა ძირითად ნაწილს პაკისტანელი მიგრანტები შეადგენდნენ. ნავზე ასევე იყვნენ ლიბიელებიც.


მსგავს შემთხვევებში გადარჩენილ მიგრანტებს უკან, სამშობლოში აბრუნებენ, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირს მათდამი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ აფრიკელ მიგრანტებს ევროპამ თავშესაფარი უნდა მისცეს.


მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაღუპული ან დაკარგული მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 3 ათასზე მეტი ადამიანი ხმელთაშუა ზღვის გავლით ცდილობდა ევროპაში ჩასვლას.


ყველაზე ხშირად კი, უბედური შემთხვევების მთავარი მიზეზი ნავის გადაბრუნებაა, რადგან საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილებას იმაზე მეტი მიგრანტი ცდილობს, ვიდრე ნავს შეუძლია დაიტიოს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი