logo_geo
Unicef: მსოფლიოში 264 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ დადის
- +

3 თებერვალი. 2018. 03:08


 

ომებისა და უკიდურესი სიღარიბის გამო, 264 მილიონი ბავშვი და მოზარდი, მსოფლიო მასშტაბით, სკოლაში ვერ დადის, - ნათქვამია გაეროს საბავშვო ფონდის (Unicef) მოხსენებაში. მისი მონაცემებით, ამ პრობლემის გადასაჭრელად დამატებით 340 მილიარდი დოლარია საჭირო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.


ეს მოხსენება დღეს ბერლინში წარმოადგინეს. ორგანიზაცია განსაკუთრებულად შეშფოთებულია სკოლებზე თავდასხმის ფაქტებით კონფლიქტურ რეგიონებში. Unicef-ის დირექტორის, მანუელ ფონტენას განცხადებით, ასეთი თავდასხმები უკვე წესად იქცა. მარტო ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერორისტებმა 1400 სკოლა დაანგრიეს და 2300 მასწავლებელი მოკლეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი