logo_geo
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი „ამაზონის“ დამფუძნებელი გახდა
- +

3 თებერვალი. 2018. 11:05



„ამაზონის" დამფუძნებელი ჯოზეფ ბეზოსი ერთ საღამოს 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალის საერთო რაოდენობამ 123 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


ბეზოსის კომპანიის აქციებმა 1 თებერვლის ვაჭრობის დროს 6,2 პროცენტით მოიმატა. ახლა „ამაზონის" მფლობელს 30 მილიარდი დოლარით მეტი აქვს, ვიდრე მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე მყოფ უმდიდრეს ადამიანს - ბილ გეითსს.


მიმდინარე წელი ჯოზეფ ბეზოსისთვის წარმატებულად დაიწყო, რადგან გასულ თვეში 17,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. „ამაზონის" აქციებმა ბოლო თვის განმავლობაში 19 %-ით მოიმატა.


ბეზოსმა „ამაზონი" 1994 წელს დააფუძნა. 2016 წლისთვის მისი კომპანიის ბრუნვამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა. „ამაზონის" გარდა, მას ეკუთვნის გაზეთი „The Washington Post" და კომპანია „Blue Origin".










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი