logo_geo
პლასტმასის ნარჩენები ბეტონის ფილაში – მასაჩუსეტსელი სტუდენტების გამოგონება
- +

3 თებერვალი. 2018. 16:52



ნაგავსაყარზე ყველაზე დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენები გროვდება. მათი უმრავლესობა არ არის ბიოდეგრადირებადი და ბუნებრივად დაშლას დაახლოებით 450 წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ, რომ ნარჩენების ეს სახეობა მრავალმხრივ გამოყენებადი გახადონ.


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სტუდენტებმა კეროლინ შხეფერმა და მიქაელ ორტეგამ პლასტმასის ნარჩენები მასობრივ წარმოებაში გამოიყენეს. სტუდენტები კვლევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ატარებდნენ სასურველი შედეგის მისაღებად. მათ შეძლეს უფრო მყარი და უსაფრთხო ბეტონის წარმოება ეკომეგობრული მეთოდის საშუალებით.


მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ბეტონს, მოხმარების მხრივ, მეორე ადგილი უკავია წყლის შემდეგ. მისი წარმოების დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება.


სტუდენტებმა პლასტმასის ნარჩენები გამა-რადიაციის დასხივებით დაშალეს. აღნიშნულ მასალას ფხვნილის სახე მისცეს და ბეტონში შეურიეს. მართალია, პლასტმასის წილი მხოლოდ 1.5%-ს შეადგენს, მაგრამ ამით შესაძლებელი გახდა ბეტონის 20%-ით გამყარება.


ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ გამა რადიაცია არის განსხვავებული ტიპის რადიაცია, რომელიც არანაირ კვალს არ ტოვებს პროდუქტზე და ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომ, საექსპერიმენტო პროგრამის ფარგლებში იგეგმება რადიაციის დოზის გაზრდა და ასევე პლასტმასის სხვადასხვა სახეობების გამოცდა, რაც სავარაუდოდ ბეტონის სტრუქტურას კიდევ უფრო ძლიერს გახდის.


გარდა ამისა, ამგვარი მეთოდის გამოყენებით მცირეა ნახშირორჟანგის კვალიც გარემოზე.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი