logo_geo
მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონი ბავშვი ვერ იღებს განათლებას
- +

3 თებერვალი. 2018. 20:58



მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონ ბავშვს შესაძლებლობა არ აქვს სასკოლო განათლება მიიღოს. ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მოხსენებაშია ნათქვამი.


ფონდის სპეციალური პროგრამების დირექტორის მანუელ ფონტენის განცხადებით, ყველაზე დიდ შეშფოთებას კონფლიქტურ რეგიონებში სკოლებზე გახშირებული თავდასხმები იწვევს. მხოლოდ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის" თავდასხმების შედეგად მოკლულია 2300 მასწავლებელი და განადგურებულია 1400 სკოლა.


ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 24 ქვეყანაში, სადაც სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობს, სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია 6-14 წლის ასაკის 27 მილიონამდე ბავშვი.


გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტების განცხადებით, იმისათვის, რომ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყველა ბავშვმა სკოლაში სწავლა შეძლოს, ყოველწლიურად დამატებით 340 მილიარდი დოლარია საჭირო.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი