logo_geo
15 ქვეყანა, სადაც პლასტიკური ოპერაციები ყველაზე პოპულარულია
- +

5 თებერვალი. 2018. 02:40



მიუხედავად პოპულარული ბრაზიულიური სილამაზისა, იაპონური პრიალა კანისა და ულამაზესი თვალებისა, რომლებიც დასავლური წარმოშობის ადამიანებს აქვთ, უფრო და უფრო მეტი ირჩევს პლასტიკური ქირურგიით გარეგნობის შეცვლას და გალამაზებას და სწორედ იმ ქვეყნებშია განსაკუთრებით პოპულარული პლასტიკური ქირურგია, რომლებიც ლამაზი ადამაინებით არიან ცნობილები.


მოდით, ვნახოთ 15 ქვეყანა, სადაც პლასტიკური ოპერაციები ძალიან პოპულარულია. გთავაზობთ პლასტიკური პროცედურების საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის მონაცემებს.


1. ამერიკის შეერთებული შტატები (4 217 862 პლასტიკური ოპერაცია)

 

2. ბრაზილია (2 524 115)

 

3. იაპონია (1 137 976)

 

4. იტალია (957 814)

 

5. მექსიკა (923 243)

 

6. რუსეთი (896 629)

 

7. ინდოეთი (878 180)

 

8. თურქეთი (789 564)

 

9. გერმანია (730 437)

 

10. საფრანგეთი (517 731)

 

11. კოლუმბია (505 161)

 

12. ესპანეთი (473 074)

 

13. ტაივანი (387 815)

 

14. ეგვიპტე (376 348)

 

15. საბერძნეთი (287 918)



2017 წლის მონაცემებით გაზრდილია მოთხოვნა ყველანაირ პროცედურაზე. მათ შორის განსაკუთრებით მკერდის გადიდების ოპერაციაზე.


ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური ქირურგიული ოპერაციები:


ადამიანებს ყველაზე ხშირად მკერდის გადიდება სურთ, ხოლო ყველაზე იშვიათად პენისის გადიდების ოპერაციას მიმართავენ. ბოტოქსი კი, ყველაზე პოპულარული ესთეტიკური პროცედურაა მსოფლიოში, თუმცა მას, რა თქმა უნდა, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.


გენდერული სხვაობა:


პლასტიკური ოპერაციებით გალამაზება სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა ის განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში.


პლასტიკური ოპერაციების 86,2 %-ს ქალები იკეთებენ. ყველაზე ხშირად ისინი მიმართავენ მკერდის გადიდების ოპერაციას, მეორე ადგილზეა ქუთუთოების ოპერაცია, მესამე ადგილზეა მუცლის პლასტიკა.


პლასტიკური ოპერაციების 13,8%-ს მამაკაცები იკეთებენ. მამაკაცებში ყველაზე პოპულარულია ქუთუთოების პლასტიკა, მეორე ადგილზეა რინოპლასტიკა და ლიპოსაქცია, ხოლო შემდეგ მოდის თმის ტრანსპლანტაციის პროცედურა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი