logo_geo
9 ფაქტი ვენსან კასელის და ტინა კუნაკის რომანის შესახებ
- +

6 თებერვალი. 2018. 16:42

 

 

თავდაპირველად არავის ეგონა, რომ მათი რომანი რამდენიმე კვირაზე მეტხანს გასტანდა, ამას კი ასაკში 31 წლიანი სხვაობაც განაპირობებდა. მაგრამ, ფრანგი მსახიობი და იტალიელი მოდელი უკვე ორ წელიწადნახევარია რაც ერთად არიან და საკმაოდ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. ტინა გვარწმუნებს, რომ ვენსანთან უბედნიერესია, კასელი კი ირონიულად იღიმება, როცა ეგზისტენციალურ კრიზისზე ესაუბრებიან. რა ელის წყვილს მომავალში? წარმოგიდგენთ ფაქტებს გახმაურებული რომანის შესახებ.

 

 

#1 მონიკა ბელუჩისგან ტინას გამო არ წასულა

ვენსან კასელმა იტალიელ ლეგენდარულ მსახიობთან მონიკა ბელუჩისთან 18 წელი იცხოვრა. თუმცა ამ მომხიბვლელი წყვილის დაშორებამ 2013 წლის ბოლოს საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამ დროიდან კასელი ბრაზილიაში ცხოვრებას ამჯობინებდა. ამბობენ, რომ დაშორების ერთ-ერთ მიზეზი მისი რიო-დეჟანეიროში ცხოვრების სურვილი იყო. ტინა 2015 წელს გაიცნო.

 

 

#2 ტინამ არ იცოდა ვინ იყო კასელი

ვენსანი ტინას იბიცაზე დასვენებისას შეხვდა. კუნაკი თავიდან ვერც მიხვდა, რომ საქმე ცნობილ მსახიობთან ჰქონდა. მისი სიტყვებით, მათი შეხვედრა სხვა შეხვედრებისგან არაფრით განსხვავდებოდა. "ორი ადამიანი, რომელიც ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ადგილას ხვდება და ერთმანეთს იზიდავს. ეს ცხოვრებისეული სიურპრიზია."-განაცხადა გოგონამ.

 

 

#3 ტინას და მონიკას არც ისე ცოტა საერთო აქვთ

ორივე იტალიაში გაიზარდა. ტინას მშობლები 25 წელია ერთად არიან და გოგონასთვის წყვილის ეტალონს წარმოადგენენ: "დედაჩემი არასდროს ყვირის, ტიპიური იტალიელი ცოლია, მამა მკაცრია, მაგრამ პირველი ადამიანი, ვისაც რჩევისთვის მივმართავ." მონიკას მსგავსად, კუნაკიმ კარიერა მოდელობით დაიწყო. შესაძლოა მომავალში მსახიობადაც ვიხილოთ.

ტინას მშობლები

 

 

#4 საკუთარი ურთიერთობა წყვილმა ინსტაგრამზე გაასაჯაროვა

2016 წლის აგვისტოში ტინამ იბიცაზე ვენსანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი მათ რომანზე, თუმცა ვენსანს პრესაში პირადი ცხოვრება არ გაურჩევია.

 


#5 პირველი საერთო გამოსვლა პარიზში გამართულ Victoria's Secret-ის დეფილეზე შედგა

2016 წლის 30 ნოემბერს წყვილი წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა.

 

 

#6 ტინას სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების გამოქვეყნება უყვარს, ვენსანსაც

კუნაკი ბევრ ბრენდთან თანამშრომლობს და ხანდახან შიშველი პოზირებს. "დიორთან" თანამშრომლობისას, ტინამ ერთი თამამი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მალევე იქცა ტაბლოიდების გასარჩევ თემად, თუმცა როგორც სჩანს, მის შეყვარებულს საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგანაც ფოტოზე კომენტარი დაუწერა: "გაღმერთებ ჩემო სიყვარულო".

 

 

 

 

 

#7 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ

გასულ შემოდგომაზე მედია მათ შორის დაძაბულ მდგომარეობაზე საუბრობდა, ცოტა ხანში ტინა ქუჩაში A$AP Rocky-თან ერთად შენიშნეს, თუმცა ჭორები მალე გაქარწყლდა.

 

 

#8 2018 წელს კუნაკი და ვენსანი რიოში შეხვდნენ

ახალი წელი წყვილმა ბრაზილიაში აღნიშნა და ინსტაგრამზე დამაინტრიგებელი ფოტო გამოაქვეყნა.

 


#9 ვენსანმა ტინას სიყვარული ინსტაგრამზე აუხსნა

ორივე მათგანს უყვარს სოციალურ ქსელში დაუვიწყარი მომენტების გაზიარება. ცოტა ხნის წინ კასელმა რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
"ეს ცხოვრება ცეკვაა. ბედნიერი ვარ და მხოლოდ ღმერთს ესმის ჩემი სიხარული. შენში ვხედავ ყველაფერს რაც მსურს."
ტინამ მოკლედ დააკომენტარა: "ჩემი".

 

 

რომანტიკული ურთიერთობა გრძელდება და მტკიცდება...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი