logo_geo
ტაივანში მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია 62
- +

8 თებერვალი. 2018. 11:33



ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 266-ს მიაღწია, გარდაცვლილია 9 ადამიანი, 62 კი დაკარგულად ითვლება.


სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება, მასში სამხედროები, ექიმები, მაშველები, მეხანძრეები და პოლიციელები მონაწილეობენ.


6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები მოჰყვა.




 

big_banner
არქივი