logo_geo
ბრედ პიტი ავარიაში მოყვა
- +

8 თებერვალი. 2018. 14:07



ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Mail" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი „ტესლას" მარკის ავტომობილით „ნისანს" შეეჯახა, რის შედეგადაც მესამე, „კიას" მარკის ავტომანქანაც დაზიანდა.


ინციდენტის შედეგად 54 წლის მსახიობი არ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე პიტის სადაზღვეო აგენტი მივიდა, რომელმაც ზარალი შეაფასა. ამის შემდეგ მსახიობმა დაზარალებულ მძღოლებს ხელი ჩამოართვა და წავიდა.


 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი