logo_geo
უინსლეტმა და დიკაპრიომ საშვილოსნოს კიბოთი დაავადებულ 28 წლის ქალს $1 350 000 შეუგროვეს
- +

8 თებერვალი. 2018. 20:15

 

 

ქეით უინსლეტმა და ლეონარდო დიკაპრიომ, 28 წლის საშვილოსნოს კიბოთი დაავადებულ ჯემა ნუტალს 1 350 000 ამერიკული დოლარი შეუგროვეს.

 

ნუტალი სტომატოლოგია, რომელსაც ორსულობის პირველ კვირებში საშვილოსნოს კიბო დაუდგინეს. მან რამდენიმე მკურნალობის კურსი ჩაიტარა, მაგრამ საბოლოო კურსზე უარი თქვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნაყოფის შენარჩუნება რისკის ქვეშ დგებოდა.

 

2017 წლის მაისში, ნუტალმა შვილი გააჩინა და ამის შემდეგ მას გარდა საშვილოსნოს კიბოსა, ტვინის სიმსივნეც დაუდგინეს. მას მკურნალობისთვის 98 000 ამერიკული დოლარი ჭირდებოდა და შესაგროვებლად ფონდი გახსნა Gofundme-ზე.

 

ამავე პერიოდში ქეით უინსლეტს დედა გარდაეცვალა საშვილოსნოს კიბოთი. ის ინტერნეტში კლინიკებს ეძებდა, როდესაც ნუტალის გახსნილი ფონდი ნახა.

 

„მე ვიფიქრე, რომ ამას ვერ დავუშვებდი. დედაჩემი ძალიან ცუდად იყო და ამიტომ ვიფიქრე, რომ ის ამაყი იქნებოდა სხვა, ახალგაზრდა დედის სიცოცხლის გადარჩენით“, - თქვა ქეით უინლესტმა This morning-ში.

 

ამის შემდეგ უინსლეტი თავის მეგობარს, ლეონარდო დიკაპრიოს დაუკავშირდა.

 

„ვიფიქრე, რომ დრო იყო ლეოსთვის დამერეკა. დავურეკე და ვკითხე, რომ საქველმოქმედო სადილი მოგვეწყო. მან მითხრა, რომ სენ ტროპესში ჩავსულიყავი და ლეონარდო დიკაპრიოს ფონდის სახელით გაგვეკეთებინა აუქციონი და საქველმოქმედო სადილები“, - თქვა ქეით უინსლეტმა.

 

ლეონარდო დიკაპრიომ და ქეით უინსლეტმა სამი საქველმოქმედო სადილი და აუქციონი ჩაატარეს, რის შედეგადაც 1 350 000 ამერიკული დოლარი შეუგროვეს ჯემა ნუტალს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი