logo_geo
საფრანგეთში The Voice-ის მონაწილემ მუსიკალური შოუ სკანდალური შინაარსის პოსტების გამო დატოვა
- +

9 თებერვალი. 2018. 20:53



საფრანგეთში მუსიკალურ შოუში The Voice 22 წლის მუსლიმმა მომღერალმა მენელ იბტისემმა 4 თებერვალს ფურორი მოახდინა, როცა ბრმა კასტინგზე ლეონარდ კოენის სიმღერა „Hallelujah" შეასრულა.


იბტისიმმის ვიდეო ინტერნეტში მილიონამდე ადამიანმა ნახა, თუმცა მოგვიანებით იგი იძულებული გახდა, შოუ დაეტოვებინა. მიზეზად წელიწადნახევრის წინ ნიცაში ტერორისტული აქტის შესახებ დაწერილი მისი პოსტი დასახელდა.


2016 წლის 14 ივლისს მენელ იბტისემმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „მშვენიერია, კვირაში ერთი ტერორისტული აქტი ყოველდღიურობად იქცა." გარდა ამისა, იბტისემმა დაწერა, მას არ სჯერა, რომ ტერორისტი ის პიროვნება იყო, რომელიც პოლიციამ დააკავა.


ბასტილიის დღეს ტერაქტს ნიცაში 86 ადამიანი ემსხვერპლა.


საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მომღერალი ტერორისტებს მხარდაჭერას უცხადებს და მან Voice-ში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისი პოსტები სინამდვილეში საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების კრიტიკა იყო.


მენელ იბტისემმა შოუ რამდენიმე საათის წინ დატოვა. მან Facebook-ში დაწერა, რომ ტერორიზმს გმობს და წარსულში დაწერილი პოსტების გამო ბოდიში მოიხადა.



https://www.youtube.com/watch?time_continue=48&v=mbbHuHEBO2A









 

big_banner
არქივი