logo_geo
თურქეთში 65 წლის წინ ჩაძირული თვითმფრინავი იპოვეს
- +

10 თებერვალი. 2018. 13:21



თურქულმა სამძებრო-სამაშველო წყალქვეშა ნავმა 65 წლის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინა.


Air France-ის ლაინერი, რომელიც რეისს პარიზიდან თეირანის მიმართულებით ასრულებდა, კუნძულ კიზილადას სანაპიროებთან ჩამოვარდა.


ავიაკატასტროფას 32 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაურჩა, 4 ადამიანი კი დაიღუპა. კაპიტანმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო მიიღო.


წყალქვეშა ნავმა ლაინერი 250 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინა.



 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი