logo_geo
ვლადიმირ ჟირინოვსკი: მიხეილ სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ
- +

13 თებერვალი. 2018. 15:44



რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინი" უწოდა.


„ის სიბრალულს იმსახურებს. მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ყველა ნარინჯისფერი რევოლუციის ორგანიზატორია. თეორეტიკოსი ჯინ შარპი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა, ხოლო სააკაშვილი ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ. ის პრაქტიკოსია, ნარინჯისფერი რევოლუციების ლენინია", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.










 

big_banner
არქივი