logo_geo
კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმირ პუტინი ავად არის
- +

13 თებერვალი. 2018. 16:02



რუსული მედია ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ალაპარაკდა.


პუტინმა რამდენიმე საჯარო შეხვედრა გააუქმა, რომელიც დღეს, კრემლში ჰქონდა დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ერთ-ერთ ფორუმში აპირებდა მონაწილეობის მიღებას.


გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პუტინმა სოჭში დაგეგმილი მივლინება გადადო.


კრემლში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ავად არის, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირს.


„პრეზიდენტი გაცივდა. არაფერი სერიოზული. დღევანდელი შეხვედრა გადადებულია. პრეზიდენტი აგრძელებს მუშაობას", - განცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.









 

big_banner
არქივი