logo_geo
850 000 დოლარი ერთი დოზისთვის - რას კურნავს მედიკამენტი, რომელიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა?
- +

17 თებერვალი. 2018. 11:55



ინოვაციური პრეპარატის Luxturna-ს შექმნაზე კომპანია „Spark Therapeutics" მუშაობდა და თავდაპირველად ერთი დოზის გაყიდვას მილიონ დოლარად გეგმავდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიების პროტესტმა აიძულა, ფასი დაეწია...


ბუნებრივია, საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, რომელი დაავადების სამკურნალოდ შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც ასტრონომიული ფასი აქვს?


ირკვევა, რომ Luxturna მძიმე დაავადებისგან - მემკვიდრეობითი სიბრმავისგან კურნავს.


გენოთერაპია მედიცინის ყველაზე თანამედროვე მიმართულებაა, ეს მედიკამენტი კი იმით არის განსაკუთრებული, რომ პაციენტის გენეტიკური აპარატის სომატურ უჯრედებში ცვლილებები შეაქვს.


თავდაპირველად Luxturna-ს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მედიკამენტის ფასი მილიონი დოლარი იქნებოდა, თუმცა სადაზღვევო კომპანიებმა განგაში ატეხეს იმის გამო, რომ მათი ბიუჯეტი ასეთი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა. ფარმაცევტულ კომპანიას მედიკამენტის ფასის 15%-ით შემცირება მოუწია, თუმცა ამის მიუხედავად, Luxturna მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მედიკამენტად რჩება.


ადამიანის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, Luxturna ვირუსის პრინციპით მოქმედებს და თვალის ბადურაში დეფექტურ გენებს ჯანსაღი გენებით ანაცვლებს.


პრეპარატის კლინიკური გამოცდა წარმატებით დასრულდა და Luxturna-მ დაამტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია, მემკვიდრეობითი სიბრმავის მქონე ადამიანებს მხედველობა დაუბრუნოს.


ცნობისთვის, მარტო აშშ-ში ამ იშვიათი დაავადებით, დაახლოებით, 2000 ადამიანი იტანჯება.


Luxturna-ს გამოჩენამდე, მედიკამენტების ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებულ პრეპარატად 474 000 დოლარად ღირებული წამალი მიიჩნეოდა, რომელიც გენეტიკური სისხლის კიბოს კურნავს.


სპეციალისტების თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები, ადრე თუ გვიან, ძვირად ღირებული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას დაიწყებენ და როგორც კი ეს მოხდება, ფარმაცევტული კომპანიები გენეტიკური მიმართულების მედიკამენტების ფასებს კიდევ უფრო გაზრდიან.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი