logo_geo
დაიღალეთ ტექსტური შეტყობინებებით? - Google-ის ახალი სისტემა მომხმარებლებს თქვენს ნაცვლად უპასუხებს
- +

17 თებერვალი. 2018. 14:02



Google ავითარებს სისტემას, რომელსაც შეეძლება. მომხმარებლების ნაცვლად უპასუხოს. ამის შესახებ გამოცემა „The Guardian" იტყობინება.

 

„სისტემა, სახელწოდებით Reply ექსპერიმენტულმა ლაბორატორიამ Google Area 120-მა შექმნა. იგი ისეთ მოწყობილობებზე იმუშავებს, როგორიცაა WhatsApp, Facebook Messenger, Android Messages, Skype და Twitter",- ნათქვამია განცხადებაში.


სისტემა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას ეფუძნება. ის შეიტყობს, სავარაუდოდ რას დაწერდით და შაბლონურ პასუხებს გასცემს, თუმცა Google აცხადებს, რომ ისინი მომავალში თქვენი ადგილმდებარეობის, კალენდრისა და სხვა ინფორმაციის გაცემასაც შეძლებენ. ერთი მაგალითი იქნება თქვენი ადგილმდებარეობის გამოყენება და მყისიერი პასუხი კითხვაზე: „როდის ხარ სახლში?".


გარდა ამისა, პასუხისას შესაძლოა გაცნობოთ, რომ მომხმარებელი შვებულებაშია, ეს კალენდარში შესაბამისი მონაცემების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. Reply-ს ასევე ექნება „არ შემაწუხოთ" რეჟიმი, რომლითაც ხალხს შეატყობინებთ, რომ დაკავებული ხართ და საუბარს ან მიწერას ვერ შეძლებთ. ასევე, სისტემა სკანირებს შემომავალ შეტყობინებებს მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელი მომსახურების ზონიდანაა გასული და შეატყობინებს მის მეგობრებს, რომ მას არ შეუძლია უპასუხოს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი