logo_geo
კანადელმა წყვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
- +

19 თებერვალი. 2018. 15:06



კანადელმა წყვილმა პხენჩხანში მიმდინარე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


ფიგურულ სრიალში საცეკვაო წყვილმა - ტესა ვირჩუმ  და სკოტ მოირმა მოკლე პროგრამისთვის 83.67 ქულა მიიღო, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია.


მეორე ადგილზე გავიდნენ ფრანგები, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონები გაბრიელა პაპადაკისი და გიიომ სიზერონი. მათი შედეგი იყო 81.93 ქულა. მესამეზე არიან ამერიკელები - მედისონ ჰაბელი და ზაჰარი დონაჰიუ (77.75).


სამხრეთ კორეის ქალაქ პხენჩხანში ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი