logo_geo
რუსეთში შხაპის გელის დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 71-ს მიაღწია
- +

22 დეკემბერი. 2016. 13:39



„BBC"-ის ცნობით, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, შხაპის გელის „ბოიარიშნიკის" დალევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 71-ს მიაღწია.


საავადმყოფოებში მიყვანის შემდეგ 40 ადამიანი გარდაიცვალა. 31 ცხედარი საცხოვრებელი ადგილიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაასვენეს", - განუცხადა სააგენტო „ინტერფაქსს" ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენელმა, ტატიანა ლებედევამ.


მისი თქმით, სულ „ბოიარიშნიკით" 117 ადამიანი მოიწამლა. მათგან ხუთი საავადმყოფოდან გაეწერა.


შხაპის გელის, „ბოიარიშნიკის" შემადგენლობაში, რომელიც მოწამლულებმა დალიეს, მეთანოლი აღმოჩნდა, რომელიც მცირე დოზებით დალევის შემთხვევაშიც კი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

 

 

 

big_banner
არქივი