logo_geo
თეთრ სახლთან შეიარაღებული ქალი დააკავეს
- +

24 თებერვალი. 2018. 12:12



ვაშინგტონში 35 წლის ამერიკელი ჯესიკა ფორდი თეთრი სახლის დამცავ ღობეს ჯიპით დაეჯახა. მას პოლიციამ პისტოლეტი აღმოუჩინა. ფორდი დაკავებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „Washington Post" ავრცელებს.


გასულ წელს ჯესიკა ფორდი სამჯერ დააკავეს თეთრი სახლის ტერიტორიაზე მოხვედრის მცდელობის გამო. ერთხელ მას იმ დროს წაასწრეს, როცა ღობზე ძვრებოდა. მას სასამართლოს ძალით ჰქონდა აკრძალული თეთრ სახლთან მიახლოება. ქალს ფსიქიატრიული დახმარებაც ჩაუტარდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი