სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივებმა ცაზე უჩვეულო სინათლის სხივები დააფიქსირეს. ისინი სოციალურ ქსელში ატმოსფერული მოვლენის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ. „სინათლის სვეტები" - ასეთია ფოტოზე გამოსახული მოვლენა, რომელიც ცივ ჰაერში კრისტალებისგან აირეკლება და სხვადასხვა ფერად ანათებს.