logo_geo
სირიისა და რუსეთის ავიადარტყმებს ბოლო ერთ კვირაში 121 ბავშვი ემსხვერპლა
- +

24 თებერვალი. 2018. 22:27



სირიისა და რუსეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს აღმოსავლეთ ღუტაში 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 121 ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" ავრცელებს.


დამასკოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ანკლავზე სირიის მთავრობა იერიშს ერთი კვირაა ახორციელებს. მიუხედავად შემაშფოთებელი სტატისტიკისა, რომელიც „ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ" გაავრცელა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყება აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.


ამავდროულად, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს სირიაში ხმეიმიმის სამხედრო ბაზაზე სუ-57-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი გაგზავნეს.


ორი დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას რუსეთმა მხარი არ დაუჭირა.


სირიის შვიდწლიანი კონფლიქტის შედეგად ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიის სამოქალაქო ომში რუსეთი აქტიურად 2015 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი