დუბაიში ქორწილში მოხვედრილმა სტუმრებმა უჩვეულო ტორტი - „პატარძალი" დააგემოვნეს. იგი ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგჰემმა დაამზადა, 1 მლნ დოლარად. დების მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ დიზაინერად იცნობენ. მისი შექმნილი შედევრები ზოგჯერ 50 მლნ დოლარიც კი ღირს.
აი, ასე გამოიყურება „პატარძალი", რომელიც 182 სმ-ია სიმაღლით და 120 კილოს იწონის. მართალია, ტორტი თავის პროტოტიპზე „მსუქანია", სამაგიეროდ, არც ერთი სტუმარი არ დარჩა ტორტის ნაჭრის გარეშე.