logo_geo
დუბაიში უძვირფასესი ტორტი დაამზადეს, რომლის ღირებულება 1 მლნ დოლარია
- +

24 თებერვალი. 2018. 22:48



დუბაიში ქორწილში მოხვედრილმა სტუმრებმა უჩვეულო ტორტი - „პატარძალი" დააგემოვნეს. იგი ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგჰემმა დაამზადა, 1 მლნ დოლარად. დების მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ დიზაინერად იცნობენ. მისი შექმნილი შედევრები ზოგჯერ 50 მლნ დოლარიც კი ღირს.


აი, ასე გამოიყურება „პატარძალი", რომელიც 182 სმ-ია სიმაღლით და 120 კილოს იწონის. მართალია, ტორტი თავის პროტოტიპზე „მსუქანია", სამაგიეროდ, არც ერთი სტუმარი არ დარჩა ტორტის ნაჭრის გარეშე.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი