logo_geo
დონალდ ტრამპი: დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, უამრავი უთანხმოების მიუხედავად
- +

25 თებერვალი. 2018. 11:46




ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი უთანხმოებისა, ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ.

 

„დადგა დრო, როდესაც ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ, უამრავი უთანხმოების მიუხედავად.

 

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ეს ქვეყანა. ბევრი იმით არის დაკავებული, რომ ამ ქვეყნის გახლეჩვას ცდილობს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


მისი თქმით, პოლიტიკური უთანხმოებების გამწვავება ამერიკის მოქალაქეებს შორის ბოლო წლის განმავლობაში არ მომხდარა, არამედ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

 

„ჩვენ როგორც ქვეყანას, გაერთიანება გვჭირდება. აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ეს. ერთმანეთს არ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.



 

big_banner
არქივი