logo_geo
76 წლის ბებია შვილიშვილისთვის ყოველდღიურად 24 კილომეტრს გადის!
- +

25 თებერვალი. 2018. 15:59




ამბობენ, სიყვარული ადამიანს ძალას აძლევს, შეუძლებელი საქმეები რომ აკეთოს. ჩინელი ქალის ში იუინგის ცხოვრება სწორედ ამის მაგალითია...


ოთხ წელიწადზე მეტია, რაც ჰუანსის მთაგორიან პროვინციაში მცხოვრები 76 წლის ბებია ყოველდღიურად 24 კილომეტრს გადის, რომ ინვალიდი შვილიშვილი სკოლაში ატაროს.


ჰაოვენს ცერებრალური დამბლა აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და გამუდმებულ ზრუნვას საჭიროებს.


ბებიას მონაყოლიდან ირკვევა, რომ ბავშვს დაავადება 2 წლის ასაკში დაუდგინეს. მშობლებმა შვილის განკურნება სცადეს, თუმცა უზარმაზარი ვალების გარდა, შედეგი ვერ მიიღეს.


ამჟამად ბავშვის მამა სხვა ქალაქში მუშაობს, რათა ოჯახი გამოკვებოს, ბავშვის დედა კი გათხოვდა, როცა ბიჭუნა 4 წლის იყო. ჰაოვენთან მხოლოდ მოხუცი ბებია დარჩა, რომელსაც 2017 წლამდე, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება ინვალიდის სავარძელს აჩუქებდათ, შვილიშვილი სკოლაში ველოსიპედით დაჰყავდა.


ბებიას შვილიშვილი სკოლაში ყოველ დილას მიჰყავს და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, უკან მოჰყავს. მოხუცი დარწმუნებულია, რომ მძიმე დაავადების მიუხედავად, მისი შვილიშვილი ჭკვიანი ბიჭია და შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს.

ქალი დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ მას რწმენა ძალას მატებს. „სანამ ძალა მაქვს, მის ტარებას შევძლებ", - ამბობს შეუპოვარი ბებია. ის დარწმუნებულია, რომ მალე ინვალიდებისთვის კარგ სკოლას იპოვის, სადაც ჰაოვენს სასწავლებლად გაგზავნის, მანამდე კი მარტოდმარტო აგრძელებს შვილიშვილის მომავლისთვის ბრძოლას.


   

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი