logo_geo
შოტლანდიაში, MDMA-ის მიღების შედეგად 6 მოზარდი საავადმყოფოში მოხვდა
- +

26 თებერვალი. 2018. 01:38



შოტლანდიაში 13 წლის ექვსმა მოზარდმა სავარაუდოდ MDMA-ი დალია და საავადმყოფოში მოხვდნენ. საქმეს პოლიცია იძიებს. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.


გამოძიების ვერსიით, მოზარდებმა ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ერთ-ერთი სახეობის აბები დალიეს, რომლებზეც ბუ იყო ამოტვიფრული.


National Records Scotland-ის მონაცემებით, 2016 წელს შოტლანდიაში ექსტაზის გამო 28 ადამიანი, კოკაინის გამო 123, ჰეროინისა და მეტადონის ზედოზირების გამო კი 765 ადამიანი დაიღუპა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი